კატოს ოცნება

ბავშვებო.! ადექით  უკვე დილაა,თავი მოიწესრიგეთ,საწოლი გაასწორეთ, თქვენი ნივთები მიალაგეთ .!        ყოველ დილით ეს სიტყვები მაღვიძარას ხმასავით ჩაესმით ყურში.  ბავშვებიც  მაშინვე ადგნენ  და  ყველამ დაიწყო  მომზადება, კატოს გარდა ყველამ, მას უკვე დიდი ხანია ღვიძავს, ფანჯარასთან იდგა და აღმოსავლეთისკენ ცას გაჰყურებდა, იმ მხარეს,სადაც პირქუში მთები ამაყად გადმოსცქეროდა ქვეყანას.

ცა ნელ–ნელა  ვარდისფრად  შეფერადდა , სიბნელემ იგრძნო  სინათლის ძალა და გაცლა ამჯობინა,ქვეყანას ეოსი ეწვია.

ყოველ დილით კატო მრგვალი ,დიდრონი,შავი თვალებით შესცქეროდა ალიონს და ამ მშვენიერ სურათით ტკბებოდა მისი ტვალები,მაგრამ მისი ფიქრები კი სადღაც  შორს, შოორს ფარფატებდნენ.

თეთრი მრგვალი სახე ჰქონდა, პატარა აპრეხილი ცხვირი ,სქელი ვარდისფერი ტუჩები, როცა გაიცინებდა სახე უბრწყინავდა,მუდამ ფანჯარასთან იდგა და ცას გაჰყურებდა .

ისევ მოწყენილი ამინდი იყო,როგორც შემოდგმას ჩვეოდა. ცა მტრედისფრად შეღებილიყო, ღრუბლებსაც უცნაური მოხაზულობა ჰქონდათ,აი ის დათუნიას გავს,ის კი აფრებიან გემს, ის ღრუბელი კი ფრთაგაშლილ ფლამინგოს, თავისთვის ლაპარაკობდა კატო და დროდადრო ქუჩას უცქერდა ინტერესით, ისე თითქოს ვიღაცას ელისო, თუმცა ის ვიღაც არ ჩანდა,  როგორ უნდოდა მის გულს მისულიყვნენ მის სანახავად, გულში ჩაეკრათ, სახლში წაეყვანათ, როგორ უნდოდა დაეძახა “დედა”, თუმცა ოცნება ოცნებად რჩებოდა და ის “ვიღაც”   სულაც არ ჩქარობდა   ბავშვთა სახლში მოსვლას…

ბავშვებო..! სამზარეულოში წამოდით, საუზმე მზადაა,  ძიძის ხმამ გამოარკვია კატო, ფანჯარას მოსცილდა და სამზარეულოსკენ წავიდა..

Posted in Uncategorized | Leave a comment